„მილანის“ თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს გულშემატკივრები აკრიტიკებენ იმის გამო, რომ სინიშა მიხაილოვიჩის დაკრძალვას არ დაესწრო.
იბრაჰიმოვიჩი და მიხაილოვიჩი მეგობრები იყვნენ. სინიშა ერთი კვირის წინ გარდაიცვალა, ხოლო ორშაბათს, 19 ნოემბერს დაკრძალეს, რომლის ცერემონიასაც შვედი ფორვარდი არ დასწრებია. იბრაჰიმოვიჩი იმ დროს კატარში იყო, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისთვის იმყოფებოდა.
სოციალურ ქსელში იბრაჰიმოვიჩის შესახებ გულშემატკივრები წერენ, რომ მან მეგობარს უღალატა და თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინა. ლეგენდარული შვედი ამ თემის შესახებ არაფერს ამბობს.
აქვე გეტყვით, რომ სინიშა მიხიალოვიჩი ლეიკიმიით იყო დაავადებული და 53 წლისა გარდაიცვალა. ის და ზლატანი წლების განმავლობაში მეგობრობდნენ.