ფეხბურთი

20:14 | 23.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბლეზ მატუიდიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ბლეზ მატუიდიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

35 წლის ნახევარმცველმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და ფეხბურთს მადლობა გადაუხადა:

„ფეხბურთო, ძალიან მიყვარდი. ფეხბურთო, ყველაფერი მომეცი, მაგრამ დადგა დრო ვთქვა, რომ საკმარისია. ჩემი ბავშვობის ოცნებები ავიხდინე. სიამაყით შემიძლია ეს ფურცელი გადავშალო. მადლობა“, - წერს ბლეზი.

ბლეზ მატუიდი კარიერის განმავლობაში „ტრუას“, „სენტ ეტიენის“, „პარი სენ ჟერმენის“, „იუვენტუსისა“ და „ინტერ მაიამის“ ღირსებას იცავდა. ის რამდენჯერმე გახდა საფრანგეთისა და იტალიის ჩემპიონი. მისი მთავარი მონაგარი კი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულია, რომელიც საფრანგეთის ნაკრებში 2018 წელს მოიგო. მატუიდიმ „მამლების“ მაისურით 84-ჯერ ითამაშა და 9 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115797