„ბორდოს“ მთავარმა მწვრთნელმა დავიდ გიონმა ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველს კარგი ტექნიკური უნარები აქვს, მაგრამ შეტევაში უფრო შედეგიანი და კონკრეტული უნდა იყოს.
„დავითაშვილი ამ სამ ამხანაგურ მატჩში ეფექტური იყო, მაგრამ სეზონის დაწყებიდან ოფიციალურ მატჩებში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა და ეს არასაკმარისია. უფრო მეტი გოლი უნდა გაიტანოს, თუ გავითვალისწინებთ მის მიერ შექმნილი საგოლე შანსების რაოდენობას. მან უფრო მეტად უნდა გამოავლინოს თავისი უნარები“, - თქვა გიონმა.
ლიგა 2-ის სეზონი კი 26 დეკემბერს განახლდება და ჟირონდელები „ლე ავრს“ შეხვდებიან. აღსანიშნავია, რომ ლიგა 2-ს 15 ტურის შემდეგ სწორედ „ლე ავრი“ ლიდერობს, რომელსაც მეორეადგილოსანი „ბორდო“ 4 ქულით ჩამორჩება.
დავითაშვილს „ბორდოს“ მაისურით მიმდინარე სეზონში 8 მატჩი აქვს ჩატარებული (სტატისტიკაში არ შედის ამხანაგური შეხვედრები) და 2 გოლი გაიტანა, ერთხელ კი საგოლე პასი გააკეთა. ბოლო ორ ამხანაგურ შეხვედრაში კი ქართველმა ორი გოლი გაიტანა.