ფეხბურთი

21:12 | 22.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდი: "მხოლოდ საკუთარ თავზე ვმუშაობ, მბაპესთან ან სხვებთან შედარებები არ მაინტერესებს"

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა კილიან მბაპესთან შედარებაზე ისაუბრა. თუმცა, ნორვეგიელმა აღნიშნა, რომ ის მხოლოდ საკუთარ თავზეა კონცენტრირებული და შედარებები არ მოსწონს.

„არ მიყვარს საკუთარი თავის სხვებთან შედარება, მე თავისებურად უნიკალური ფეხბურთელი ვარ, ამიტომ ასეთი შედარებები არ მიყვარს. მედია 10 წელია რონალდუს და მესის ადარებს, ფეხბურთელებიც ერთმანეთს სტიმულს აძლევდნენ და ეს კარგია. გარდა ამისა, ისინი „რეალსა“ და „ბარსელონაში“ თამაშობდნენ, შესანიშნავი მეტოქეობა ჰქონდათ, მაგრამ მე ასეთ რაღაცებზე არ ვფიქრობ.

მბაპე შესანიშნავი ახალგაზრდა ფეხბურთელია. არ დაგავიწყდეთ, რას მიაღწია მან ასეთ პატარა ასაკში და კიდევ ბევრი მიღწევა ექნება. მე მხოლოდ საკუთარ თავზე ვარ ორიენტირებული, ყოველდღე ვმუშაობ იმისთვის, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია გავხდე, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა“, - თქვა ჰოლანდმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113161