„ბარსელონა“ ანსუ ფატის მნიშვნელოვან ფეხბურთელად აღარ მიიჩნევს და მზადაა ის 80 მილიონ ევროდ გაყიდოს - გვამცნობს El Nacional.
კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა იმედოვნებდა, რომ ფატი ლიონელ მესის ღირსეული შემცვლელი იქნებოდა, მაგრამ ახალგაზრდა ესპანელი ხშირად იღებდა ტრავმებს და ამ პერიოდში „ბარსამ“ სხვა ფეხბურთელები შეიძინა, რომლებმაც ფატი ძირითად შემადგენლობაში შეავიწროვეს.
ცოტა ხნის წინათ ანსუმ განაცხადა, რომ უკმაყოფილოა მცირე სათამაშო დროით, რომელსაც მას კლუბში აძლევენ. მიმდინარე სეზონში 20 წლის ფატიმ 20 მატჩში 700 წუთი ითამაშა, სამი ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი შეასრულა.
კლუბთან მის არსებულ კონტრაქტს ვადა 2027 წლის ზაფხულში ეწურება.