მილიარდელი მეტ იშბია უახლოვდება NBA-ის გუნდის, ,,ფინიქს სანსის" და WNBA-ის, ,,ფინიქს მერკურის" 4 მილიარდ დოლარად შეძენას.
მას შემდეგ, რაც ,,სანსის" მფლობელი, რობერტ სერვერი რასიზმისა და სექსისტური ქცევების გამო თანამდებობიდან მოკვეთეს, გუნდის შეძენა მილიარდერმა, იპოთეკური კრედიტორის United Wholesale Mortgage-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, რობერტ იშბიამ გადაწყვიტა.
ჟურნალ FORBES-ის ინფორმაციით, იშბია გახდება ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი ნაციონალურ საკალთბურთო ასოციაციაში. გარდა ამისა, ეს გარიგება ლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული იქნება 2019 წელს ჯო ტსაის მიერ ,,ბრუკლინ ნეთსისა" და ,,ბარქლეის ცენტრის" შეძენის შემდეგ.
,,ორივე გუნდს საოცრად დინამიურ ფან ბაზა ჰყავს. მე მათი ენერგია ყოველთვის მსიამოვნებდა" - განაცხადა იშბიამ.
თავად მეტ იშბია ,,მიჩიგან სტეიტში" თამაშობდა და კალათბურთის დიდი მოყვარულია. მის მიერ განხორციელებულ შენაძენს მეჯიქ ჯონსონიც გამოეხმაურა: ,,დანარჩენი 29 გუნდი ყურადღებით უნდა იყოს, იმიტომ, რომ მეტი გამარჯვებულია."
ამ მომენტისთვის ,,ფინიქს სანსი" დასავლეთ კონფერენციაში 19 მოგებითა და 13 მარცხით მე-4 ადგილს იკავებს.