ფეხბურთი

17:19 | 21.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპემ შვებულება მიატოვა და ,,პსჟ"-ს ვარჯიშზე შეუერთდა

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ, კილიან მბაპემ შვებულებისთვის მინიჭებულ დღეებზე უარი განაცხადა და ,,პარი სენ-ჟერმენს" შეუერთდა.



,,პარი სენ-ჟერმენმა" დღეს ,,კევილი რუენთან" ამხანაგური მატჩი გამართა, რომელშიც 3:1 გამარჯვება მოიპოვა. მბაპეს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა გუნდთან ერთად მატჩის წინა ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა. 24 წლის ფეხბურთელს, რომელსაც დაბადების დღე გუშინ ჰქონდა, რაც შეიძლება მალე სურს მუნდიალის ფინალის დავიწყება, რომელშიც ჰეთ-თრიქი შეასრულა და ახლა უკვე გუნდზე აპირებს კონცენტრაციას.

მბაპემ ფინალის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში მოკლე მიმართვა გამოაქვეყნა - ,,ჩვენ დავბრუნდებით." საფრანგეთის ნაკრებს ფინალში განცდილი მარცხის მიუხედავად, პარიზში მრავალრიცხოვანი პუბლიკა დახვდა. მეორე მხრივ, მისი მისამართით არც ისე დადებითი ქმედებებით გამოირჩევიან არგენტინელი ქომაგები და მათი მეკარე ემილიანო მარტინესი. ,,ალბისელესტეს" გულშემატკივრებმა აღნიშვნის დროს მბაპეს გამოსახულებიან კუბოს ფიცარს ცეცხლი წაუკიდეს, ემილიანო მარტინესმა კი ჯერ თანაგუნდელებს უთხრა, რომ მბაპესთვის წუთიერი დუმილით მიგეოთ პატივი, შემდეგ კი აღნიშვნის დროს მბაპეს გამოსახულებიანი სათამაშო დაიჭირა ხელში.

0.113673