ფეხბურთი

16:48 | 21.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე არგენტინასთან მატჩის შესვენებაზე: "ბიჭებო, ეს ცხოვრების მატჩია, ქამბექი შეგვიძლია" (+VIDEO)

ფრანგულ მედიაში კილიან მბაპეს ვიდეო გავრცელდა, რომელიც არგენტინისა და საფრანგეთის მატჩის შესვენებაზე, გასახდელშია გადაღებული.

მბაპე ცუდი პირველი ტაიმის შემდეგ თანაგუნდელებს მიმართავს და მათ დამუხტვას ცდილობს, რაც როგორც შემდგომ განვითარებული მოვლენებიდან ჩანს, 24 წლის ფეხბურთელს გამოუვიდა კიდეც.

„ეს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალია, ჩვენი ცხოვრების მატჩი და ამაზე უარესად ვერაფერს გავაკეთებთ. საკმარისია ბიჭებო. მათ ორი გოლი გაიტანეს, რაც მოხდა, მოხდა. დავბრუნდეთ მოედანზე და სისულელეების კეთებას თავი დავანებოთ. უფრო ინტენსიურად ვითამაშოთ, რამე გავაკეთოთ! შესაძლებელია ანგარიშის გათანაბრება, ბიჭებო ეს ჩემპიონატი 4 წელიწადში ერთხელ იმართება!“, - ამბობს კილიანი გასახდელში.

შეგახსენებთ, მეორე ტაიმში საფრანგეთის ნაკრებმა ანგარიში გაათანაბრა, კილიან მბაპემ კი დუბლი შეასრულა და დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც მბაპემ კიდევ გაიტანა, მაგრამ საფრანგეთი პენალტების სერიაში მაინც დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.125416