სხვა

15:48 | 21.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტატო გრიგალაშვილი 2022 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2022 წელი შეაჯამა და წლის საუკეთესო სპორტსმენები სხვადასხვა ნომინაციებში გამოავლინა.

წლის საუკეთესო სპორტსმენი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი გახდა, რომელმაც მიმდინარე წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ყველა ნომინაციაში გამარჯვებულთა სია კი ასეთია:

2022ოლიმპიური სპორტის მხარდაჭერისთვის საქველმოქმედო ფონდი "ავერსი"

ოლიმპიური თემატიკის საუკეთესო გაშუქებისთვის პირველი არხი

საუკეთესო რეგიონალური იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი

საუკეთესო მწვრთნელი ქალთა სპორტში - ზაქარია სულაშვილი (ბატუტზე ხტომა)

2022 წლის საუკეთესო მწვრთნელი - ბეჟან ჭიჭინავა (კრივი)

ოლიმპიური იმედი - ანანო აფაქიძე (ბატუტზე ხტომა)

ოლიმპიური იმედი - გიორგი ელბაქიძე (მოჭიდავე)

2022 წლის საუკეთესო ფედერაცია - ფიგურული ციგურაობა

2022 წლის საუკეთესო ზამთრის სახეობებში საუკეთესოები - ლუკა ბერულავა, კარინა საფინა (ფიგურული სრიალი)

2022 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი სათამაშო სახეობებში - ხვიჩა კვარაცხელია (ფეხბურთი)

2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი ძიუდოისტი - ეთერ ლიპარტელიანი

ვიქტორ საანევის სპეციალური პრიზი ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისთვის - ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა)

2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი - ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო)

0.119874