წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე „დინამო თბილისმა“ მეოთხე ტურის შეხვედრა ჩაატარა და მორიგი მარცხი განიცადა.
ქართული გუნდი სტუმრად „იადრანს“ დაუპირისპირდა და პრაქტიკულად უშანსოდ, 7:21 დამარცხდა. მასპინძლებმა პირველივე პერიოდში 3-ბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს, მეორე პერიოდი კი „დინამომ“ 0:8 წააგო და ნათელი გახდა, რომ მატჩის გადარჩენას ვეღარ მოახერხებდა.
საქართველოს ჩემპიონმა მომდევნო ორი პერიოდიც დათმო და საბოლოოდ, სოლიდური სხვაობით დამარცხდა.
„დინამო თბილისი“ A ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 4 წაგებით ბოლო, მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 10 იანვარს, სტუმრად „რადნიჩკის“ დაუპირისპირდება.