ფეხბურთი

22:25 | 20.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

გილერმო ოჩოა იტალიის სერია A-ს კლუბში გადავა

იტალიური „სალერნიტანა“ მექსიკის ნაკრების ვეტერან მეკარე გილერმო ოჩოას დაიმატებს. მხარეებს შორის შეთანხმება უკვე შედგა და მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერა რჩება.

37 წლის მექსიკელი 22 დეკემბერს, იტალიაში იქნება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს. ის „სალერნიტანას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რადგან „ამერიკასთან“, სადაც 2019 წლიდან თამაშობდა, კონტრაქტი ამოეწურა.

ლეგენდარულ მექსიკელს კარიერის განავლობაში „ამერიკას“, „სან ლუისის“, „აიაჩოს“, „მალაგას“, „გრანადას“ და ლიეჟის „სტანდარდში“ უთამაშია, ხოლო მექსიკის ნაკრებში 134 მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130309