საფრანგეთის ერთ-ერთ ბარში შესულები უჩვეულო აქციის მომსწრენი გახდნენ. ბარის შესასვლელში ლიონელ მესის მაისურა დაეფინათ და გვერდით დაფაზე ეწერა: „შესვლისას არ დაგავიწყდეთ ფეხის გაწმენდა ამ მაისურზე.“
ეტყობა ბარის მფლობელმა პსჟ-ის ვარსკვლავს არ აპატია მუნდიალის ფინალში ფრანგების დამარცხება.
მესი „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი 2021 წლის ზაფხულში გახდა. ამ ხნის განმავლობაში პარიზული კლუბის მაისურით მან 53 მატჩში 23 ბურთი გატანა და 29 საგოლე პასი შეასრულა. მის კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.
ყატარის მუნდიალის ფინალურ მატჩში კი არგენტინელებმა ფრანგები პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხეს (ძირითადი და დამატებითი დრო 3:3 დამთავრდა). მესიმ დუბლი მიითვალა.
არგენტინელებმა მესამედ მოიპოვეს პლანეტის უძლიერესი გუნდის სახელი (მანამდე 1978 და 1986 წლებში).