ფეხბურთი

10:12 | 20.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჟირუ: „ჩვენ ოჯახივით, ძმებივით ვართ“

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები პარიზში გულშემ

ატკივრებს შეხვდნენ. ოლივიე ჟურუმ მათ უთხრა, რომ თანაგუნდელებთან განშორება ყოველთვის უჭირს.

„მართალია ფინალი წავაგეთ, მაგრამ მთელი საფრანგეთი გვერდში გვედგა და ეს ერთადერთი სასიხარულო მომენტია. ასეთი მომენტებისთვის ღირს ცხოვრება. ახლა ერთმანეთს ჩავეხუტებით და შვებულებაში წავალთ, რათა ძალები აღვიდგინოთ. ყოველთვის ძნელია განშორება თანაგუნდელებთან, რომლებთანაც თითქმის თვენახევარი გაატარე. ჩვენ ოჯახივით, ძმებივით ვართ.“ - ციტირებს ჟირუს სიტყვებს TF1.

შეგახსენებთ, რომ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრები ფინალამდე მივიდა, სადაც პენალტების სერიაში არგენტინის ეროვნულ გუნდთან დამარცხდა.

0.103239