ფეხბურთი

0:30 | 20.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

რუნი: "მბაპე მესის და რონალდუს დონემდე მისაღწევად "რეალში" ან "მანჩესტერში" უნდა გადავიდეს"

ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა უეინ რუნიმ კილიან მბაპეს მადრიდის „რეალში“ ან „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა ურჩია. როგორც მან თქვა, ეს ფრანგს სჭირდება ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს დონემდე მისაღწევად.

„ვფიქრობ, მან პსჟ უნდა დატოვოს და პრემიერლიგაში წავიდეს. პსჟ დიდი კლუბია, მაგრამ კილიანმა ლიგა 1-ში უკვე ყველაფერს მიაღწია. ალბათ, „მანჩესტერ იუნაიტედში“ ან „რეალში“ უნდა წავიდეს, თუ მას სურს, რომ მესის და რონალდუს დონემდე მიაღწიოს“, - თქვა რუნიმ.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114822