ფეხბურთი

20:56 | 19.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ძანეტი: "ისტორიაში ორი უდიდესი ფეხბურთელი არგენტინელია"

არგენტინული ფეხბურთის ლეგენდამ და „ინტერის“ ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ განაცხადა, რომ ლიონელ მესის და დიეგო მარადონას შედარება არ შეიძლება, რადგან პასუხი არ არსებობს. ძანეტი დარწმუნებულია, რომ ისინი ისტორიაში ყველაზე დიდი ფეხბურთელები არიან.

„ეს ძალიან დიდი ემოციაა, რაც ბიჭებმა გვაჩუქეს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ამას დიდი ხანი ველოდით. ვფიქრობ, რომ მათ მილიონობით არგენტინელის ოცნება აახდინეს და ჩვენ მსოფლიოს სათავეში ვართ.

შესანიშნავი ფინალი იყო, ჩვენთვის მტკივნეულიც, რადგან თითქოს ყველაფერი მშვიდად მიდიოდა, მაგრამ შემდეგ საფრანგეთს დიდი რეაქცია ჰქონდა. გადამწყვეტი დამატებითი დროის ბოლო წუთზე ემილიანო მარტინესის სეივი იყო.

ჩემთვის ლიონელ მესი ახლაც არ არის დიეგო მარადონაზე წინ, რადგან შედარება არ მიყვარს. მათი მადლობელი უნდა ვიყოთ, რადგან ისტორიაში ორი ყველაზე დიდი ფეხბურთელი არგენტინელია. მესი არ შეცვლილა, მაგრამ ახლა უფრო მოწიფულია და მისი ლიდერობა მთელ გუნდს გადაედო“, - თქვა ძანეტიმ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინამ პენალტების სერიაში საფრანგეთი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი ისტორიაში მესამედ გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.127727