,,დენვერ ნაგეთსის" ცენტრმა ,,შარლოტ ჰორნეთსის" წინააღმდეგ მატჩში 40 ქულა, 27 მოხსნა და 10 ასისტი დააგროვა და ერთდროულად NBA-ის რამდენიმე რეკორდი დაამყარა.
სერბმა კალათბურთელმა მოედანზე 39 წუთი გაატარა, რა დროშიც სამმაგი დუბლი შეასრულა თავის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. შეხვედრა ,,დენვერ ნაგეთსმა" 119:115 მოიგო.
იოკიჩი ბოლო 25 წლის განმავლობაში მესამე კალათბურთელია, რომელმაც ერთ ტაიმში 15 ქულა და 20 მოხსნა შეასრულა. მსგავსი შედეგი აქამდე კევინ ლავს 2010, დუაით ჰოვარდს კი 2018 წელს ჰქონდა, თუმცა იოკიჩი პირველია, რომელმაც ეს პირველ ტაიმში შეძლო.
გარდა ამისა, იოკიჩი პირველი კალათბურთელია უილტ ჩემბერლენის შემდეგ, ვინც მატჩი მინიმუმ 35 ქულით, 25 მოხსნითა და 10 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. ჩემბერლენმა მსგავსი შედეგი 1968 წელს დააფიქსირა.
სერბი ,,ჯოკერის" კარგი თამაშის წყალობით, დენვერ ნაგეთსმა სეზონში მე-18 გამარჯვება მოიპოვა, 11 მარცხის წინააღმდეგ და დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს.
რაც შეეხება ,,შარლოტ ჰორნეთსს," რომელთა რიგებშიც 31 ქულით გამორჩეული ლამელო ბოლი იყო, დღეს 23-ე მარცხი განიცადეს და აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილს იკავებენ.