ფეხბურთი

2:18 | 19.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალ-ხელაიფი: "ვაჩვენეთ, კატარს რისი უნარიც აქვს, მბაპეს და საფრანგეთის გამო დამწუხრებული ვარ"

„პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ლიონელ მესის და კილიან მბაპეს პსჟ-ში აუცილებლად შეინარჩუნებს.

„ძალიან ვამაყობ ტურნირის ორგანიზებით, ვაჩვენეთ, რომ კატარს შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო ტურნირის ორგანიზება, ვაჩვენეთ რისი უნარიც გვაქვს.

ვფიქრობ, ეს საუკეთესო ფინალია მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში. მე ფრანგული კლუბის პრეზიდენტი ვარ, ამიტომ ვწუხვარ, რომ საფრანგეთმა წააგო. სამწუხაროა მბაპეს გამოც, მან იდეალურზე უკეთესი მატჩი ჩაატარა. რომ შემეძლოს, ერთ თასს მესის მივცემდი, მეორეს კი მბაპეს. მაგრამ ლიონელისთვისაც მიხარია, ეს ტიტული ტორტზე ალუბალია, ის ამას იმსახურებს. კილიანს კიდევ ბევრი წელი აქვს, რომ ჩემპიონთა ლიგაც მოიგოს.

მსოფლიო ჩემპიონატის რეკორდი მოვხსენით, როგორც კლუბმა, პსჟ-ს ფეხბურთელებმა ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს. ჩვენ ვამაყობთ მათით, ვამაყობთ ჰაკიმით და მაროკოს ნახევარფინალით. შევინარჩუნებთ მესის და მბაპეს? რა თქმა უნდა, ეს ორი მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირია. არ მინდა ლეოზე საუბარი, ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომ მომავალზე მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ვიმსჯელოთ“, - თქვა ალ-ხელაიფიმ.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე 8 გოლით მუნდიალის ბომბარდირი გახდა, ხოლო ლიონელ მესი 7 გოლით მეორე ადგილზე გავიდა, თუმცა ის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11574