იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში „ვირტუს ბოლონია“ სტუმრად „ბრეშას“ დაუპირისპირდა და 89:77 იმარჯვა. ბოლონიელებმა პირველივე ტაიმში სოლიდური, 17-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რაც ხელიდან არ გაუშვია.
თორნიკე შენგელიამ 25 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს 13 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი შესძინა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი კი არ უსვრია.
„ვირტუს ბოლონია“ 10 მოგებით და 1 წაგებით სატურნირო ცხრილში ლიდერია, მომდევნო ტურში კი 26 დეკემბერს, „პეზაროს“ სტუმრად დაუპირისპირდება.