ფეხბურთი

1:49 | 19.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

პელე: "ვულოცავ არგენტინას, რა თქმა უნდა, ახლა დიეგო იღიმის"

ფეხბურთის მეფემ, პელემ არგენტინის მსოფლიოს ჩემპიონობის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და არგენტინას გამარჯვება მიულოცა.

„დღეს ფეხბურთი აგრძელებს თავისი ისტორიის მოყოლას, როგორც ყოველთვის ყველაზე მიმზიდველად. მესიმ თავისი პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, რაც კარიერის გამო დაიმსახურა. ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა მბაპემ ფინალებში უკვე 4 გოლი გაიტანა. რა დიდებული საჩუქარი იყო ამ სპექტაკლის ყურება ჩვენი სპორტის მომავლისთვის. არ შემიძლია მაროკოს ნაკრებს არ მივულოცო წარმოუდგენელი კამპანია. მშვენიერია აფრიკის ბრწყინვალების ნახვა. ვულოცავ არგენტინას! რა თქმა უნდა, დიეგო ახლა იღიმის“, - დაწერა პელემ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი 1986 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მესამედ გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116983