კალათბურთი

2:10 | 18.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მაკფადენი ,,გრან კანარიასთან" თავის გუნდში საუკეთესო იყო - ანდრონიკაშვილმა წამები ითამაშა

ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში საქართველოს ნაკრების წევრებმა, თად მაკფადენმა და რატი ანდრონიკაშვილმა ,,გრან კანარიას" წინააღმდეგ ითამაშეს. მაკფადენმა თავის გუნდში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.



ნატურალიზირებულმა ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 23:58 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 21 ქულით, 4 პასით და 2 მოხსნით გამოიჩინა და ეს შედეგი თავის გუნდში საუკეთესო იყო. თადმა თავი სამქულიანების მაღალი პროცენტითაც გამოიჩინა, რადგან 7 სროლიდან 5 გამოიყენა. გარდა ამისა მას 1 ჯარიმა და 1 დაკარგვაც ჰქონდა.

რატი ანდრონიკაშვილმა პარკეტზე მხოლოდ 35 წამი გაატარა, შესაბამისად ამ დროში მან ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო. 1 სამქულიანი შეასრულა, თუმცა ისიც არაზუსტად.

მაკფადენის კარგი თამაშის დამსახურებით, შეხვედრა ,,მურსიამ" 99:85 მოიგო. მეტოქე გუნდში საუკეთესო 25 ქულით ეი ჯეი სლოტერი იყო, რომელმაც კარგი თამაშით თავი ევრობასკეტზეც დაგვამახსოვრა.

ამ გამარჯვების შემდეგ, მაკფადენისა და ანდრონიკაშვილის ,,მურსია" 12 ქულით მე-10 ადგილს იკავებს. ცხრილის სათავეში კვლავ გიორგი შერმადინის ,,ლენოვო ტენერიფეა".

მომდევნო მატჩს ,,მურსია" 28 დეკემბერს, ,,უნიკახას" წინააღმდეგ გამართავს.

0.117423