ფეხბურთი

20:56 | 17.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატიის ნაკრების ბრინჯაო მსოფლიოს ჩემპიონატზე

ხორვატიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატიდან სამშობლოში ბრინჯაოს მედლებით მიდის. ზლატკო დალიჩის გუნდმა მესამე ადგილისთვის მატჩში მაროკოს ნაკრები დაამარცხა და ისტორიაში მესამედ მუნდიალი სამეულში დაასრულა.

1998 წელს ხორვატებმა ბრინჯაო მოიპოვეს, 2018 წელს ვერცხლი და ახლა ისევ ბრინჯაო. თამაში ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ხორვატიისთვისაც და მაროკოსთვისაც მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი ძალიან დიდი შედეგი იქნებოდა.

ანგარიში მეშვიდე წუთზე გაიხსნა, როცა ივან პერიშიჩის პასით იოშკო გვარდიოლმა თავით შესანიშნავი გოლი გაიტანა და ხორვატია დაწინაურდა. მაროკო დიდი ხანი არ ყოფილა მდევრის როლში, რადგან ორ წუთში, საპასუხო შეტევა გოლით გვარდიოლის დარად ცენტრალურმა მცველმა აშრაფ დარიმ გაიტანა.

პირველი ტაიმი ასეთი დასასრულისკენ მიდიოდა, მაგრამ 42-ე წუთზე მისლავ ორშიჩმა ითამაშა დიდებულად და ულამაზესი გოლი გაიტანა, შესაბამისად, თავისი გუნდი მეორე დააწინაურა.

მაროკოს ნაკრებმა შესვენების შემდეგ ბევრი იბრძოლა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა დამარცხდა. მიუხედავად ამისა, ვალიდ რეგრაგის გუნდისთვის ეს მუნდიალი დაუვიწყარი და ისტორიულია, რადგან პირველი აფრიკული ქვეყანა გახდა მაროკო, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო ოთხეულში მოხვდა.

ამრიგად, ხორვატია მესამეა, მაროკო - მეოთხე. მუნდიალის დასრულებამდე კი ერთადერთი თამაში დარჩა, კულმინაცია, ფინალი: არგენტინა-საფრანგეთი.

ხორვატია - მაროკო 2:1 (2:1)

დოჰა, „ხალიფა სთედიუმი“

ხორვატია (3-4-2-1): ლივაკოვიჩი; სტანიშიჩი, შუტალო, გვარდიოლი; მაიერი (პაშალიჩი 66), მოდრიჩი, კოვაჩიჩი, პერიშიჩი; კრამარიჩი (ვლაშიჩი 61), ორშიჩი (იაკიჩი 90); ლივაია (პეტკოვიჩი 66)

მწვრთნელი: ზლატკო დალიჩი

მაროკო (4-3-3): ბონო; ჰაკიმი, ელ-იამიქი (ამალა 66), დარი (ბენუნი 64), ატია-ალა; ამრაბატი, ელ ხანუსი (უნაჰი 56), საბირი (შაირი 46); ზიეში, ენ-ნესირი, ბუფალი (ზარური 64)

მწვრთნელი: ვალიდ რეგრაგი

გოლები: 1:0 გვარდიოლი (7), 1:1 დარი (9), 2:1 ორშიჩი (42)

გაფრთხილება: უნაჰი (69), ამალა (84)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (4) – 7 (2) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 6:3 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: აბდულრაჰმან ალ ჯასიმი (კატარი)

0.120832