ფეხბურთი

18:33 | 16.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

სინიშა მიხაილოვიჩი გარდაიცვალა

სერბული ფეხბურთის ლეგენდა სინიშა მიხაილოვიჩი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. სერბმა კიბოს დაავადებასთან გამკლავება ვერ მოახერხა.

მიხაილოვიჩს უმძიმესი სენი 2019 წელს დაუდგინდა. მკურნალობის შედეგად, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ მიმდინარე წლის მარტში გაირკვა, რომ მის სხეულში დაავადება დაბრუნდა.

სინიშა მიხაილოვიჩი 90-იან წლებში გამორჩეული მცველი იყო და 1991-2003 წლებში იუგოსლავიის ნაკრებში 63 მატჩში 10 გოლი გაიტანა. მან ბელგრადის „ცრვენა ზვეზდასთან“ ერთად ჩემპიონთა თასი და საკონინენტთაშორისო თასი მოიგო, ისევე, როგორც იუგოსლავიის ჩემპიონატი.

1992 წლიდან მიხაილოვიჩმა კარიერა იტალიაში გააგრძელა, სადაც კარიერის ბოლომდე ითამაშა. სხვადასხვა პერიოდში ის „რომას“, „სამპდორიას“, „ლაციოს“ და „ინტერის“ მაისურით თამაშობდა და სერია A-ში ყველაზე მეტი, 28 გოლი აქვს საჯარიმო დარტყმით გატანილი.

მიხაილოვიჩი 2008 წლიდან მწვრთნელად მუშაობდა. სერბი „ბოლონიას“, „კატანიას“, „ფიორენტინას“, სერბეთის ნაკრებს, „სამპდორიას“, „მილანს“, „ტორინოს“ და „სპორტინგს“ წვრთნიდა, ხოლო მისი ბოლო კლუბი „ბოლონია“ იყო, სადაც 2019 წელს დაინიშნა და მიმდინარე წლის 6 სექტემბერს გაათავისუფლეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114987