ფეხბურთი

16:50 | 16.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო ბუსკეტსმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

სერხიო ბუსკეტსმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ განცხადება 34 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში განათავსა.

„თითქმის 15 წლისა და 143 თამაშის შემდეგ დროა ეროვნულ ნაკრებს დავემშვიდობო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ გრძელ მოგზაურობაში ჩემთან ერთად იყო. ვისენტე დელ ბოსკეს, რომელმსაც დებიუტის საშუალება მომცა. ასევე მადლობა ლუის ენრიკეს, ფერნანდო იეროს, ხულენ ლოპეტეგის და რობერტო მორენოს. ჩემთვის დიდი პატივი იყო ჩემი ქვეყნის წარმოდგენა და მისი მწვერვალებამდე მიყვანა“, - დაწერა ბუსკეტსმა სოციალურ ქსელში.

სერხიო ბუსკეტსი ესპანეთის ნაკრებში 2009 წლიდან თამაშობდა და 143 შეხვედრაში 2 გოლის გატანა მოახერხა. ის „ფურია როხას“ რიგებში 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონი, ხოლო 2012 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113004