ფეხბურთი

16:15 | 16.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ინფანტინო: "მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში 32 გუნდი ითამაშებს და 2025 წლიდან ჩატარდება"

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ დაადასტურა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი კლუბებს შორის ახალი ფორმატით ჩატარდება და მასში 32 გუნდი ითამაშებს. ტურნირი დაახლოებით იგივე ფორმატის იქნება, როგორიც ახლა სანაკრებო მსოფლიოს ჩემპიონატია.

„ახალი ფორმატის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 2025 წელს გაიმართება, ტურნირში 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. გვინდა ეს შეჯიბრი ნაკრებების მსოფლიოს ჩემპიონატის მსგავსი გავხადოთ“, - თქვა ინფანტინომ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში ამჟამად 6 გუნდი, სხვადასხვა კონტინენტის ჩემპიონი მონაწილეობს.

მოსალოდნელია, რომ ახალი ფორმატის საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი სეზონის დასრულების შემდეგ ზაფხულში ერთ ქვეყანაში ჩატარდება, თუმცა, ჯერჯერობით დეტალები და ზუსტი ფორმატი ცნობილი არაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116958