ფეხბურთი

15:40 | 16.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო: "მესი პირველ მატჩებში დადიოდა, მაგრამ ხორვატიასთან "ბარსელონას" ეპოქის მესი ვნახეთ"

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალზე ისაუბრა და თქვა, რომ შეიძლება მატჩის ბედი დამატებით დროში ან პენალტების სერიაში გადაწყდეს.

„ეს არ არის მხოლოდ ქვეყნების დაპირისპირება, არამედ მესის და მბაპეს დაპირისპირებაც. მესი პირველ მატჩებში თითქმის დადიოდა, მაგრამ ხორვატიასთან თამაშში მომხიბლა. ამ მატჩში ვნახეთ „ბარსელონას“ ეპოქის მესი. საფრანგეთის ნაკრების მხარეს კი კილიან მბაპეა, რომელსაც ყველაფერი აქვს: ძალა, სიჩქარე და პირველ რიგში გოლების გატანაც შეუძლია. საინტერესო ფინალს ველოდები გოლებით და არ გამორიცხავ, რომ ყველაფერი დამატებით დროში ან პენალტების სერიაში გადაწყდეს“, - თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინისა და საფრანგეთის მატჩი 18 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.123348