„მილანის“ ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ კლუბი მიზნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სკუდეტოს მოგებით „მილანი“ არ შეიძლება დაკმაყოფილდეს. გუნდის მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაც უნდა იყოს.
„შეგვიძლია და უნდა ვიყოთ მთავარი გმირები ყველა ტურნირზე, რომელშიც ვმონაწილეობთ. წინ ძალიან ინტენსიური თვეები გველოდება. „მილანმა“ მიზნად ყოველთვის გამარჯვება უნდა დაისახოს, ჩემპიონთა ლიგა ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია, მაგრამ ამავდროულად ყველაზე რთულიც, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ. „ტოტენჰემთან“ მატჩი ევროპაში ჩვენს ამბიციებზე პასუხს გაგვცემს.
ბუნებრივია, ჩვენ „მილანი“ ვართ და სკუდეტოს მოგებით ვერ დავკმაყოფილდებით, მიზნად უფრო მეტი უნდა დავისახოთ“, - თქვა მალდინიმ.
შეგახსენებთ, "მილანი" სერია A-ში ლიდერ "ნაპოლის" 8 ქულით ჩამორჩება, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კი ლონდონის "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება.