ფეხბურთი

22:45 | 15.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალს პოლონელები იმსაჯებენ

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩს საფრანგეთისა და არგენტინის ნაკრებებს შორის პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

მთავარი არბიტრი შიმონ მარჩინიაკი იქნება, რომელსაც პაველ სოკოლნიჩკი და ტომაშ ლისტკევიჩი დაეხმარებიან, ხოლო VAR-ის ოთახში ტომაშ კვიატკოვსკი იმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ პოლონელი მსაჯი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში პირველად იმუშავებს.

მარჩინიაკმა მიმდინარე მუნდიალზე საფრანგეთი - დანიისა და არგენტინა - ავსტრალიის მატჩები იმსაჯა, ხოლო 2018 წლის მუნდიალზე არგენტინა - ისლანდია და გერმანია - შვედეთი განსაჯა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებთა მატჩი 18 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119547