საფრანგეთის ნაკრების მცველმა ტეო ერნანდესმ მაროკოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ფინალისთვის კარგად მოემზადებიან და ლიონელ მესის არ ეშინიათ.
„ვამაყობ, რომ გამარჯვება შევძელით და ბედნიერი ვარ გოლის გატანის გამოც. ზედიზედ მეორედ ფინალში გასვლა წარმოუდგენელია. ჩემი ძმა ლუკასი ახლა მიუნხენშია და თამაშს ტელევიზორით უყურა, მატჩის მერე დამირეკა და მომილოცა. იმედი მაქვს, რომ კვირას ჩვენთან ერთად იქნება.
ფინალში ვართ და ეს ყველაზე მთავარია. ოთხი დღე გვაქვს იმისთვის, რომ ენერგია აღვიდგინოთ და ფინალისთვის მოვემზადოთ. საფრანგეთს მესის არ ეშინია. მისგან თავი ისე უნდა დავიცვათ, როგორც ზიეშისგან, ჰაკიმისგან ან ნებისმიერი სხვა მოთამაშისგან. ვიცით, რომ არგენტინას საოცარი ფეხბურთელები და ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს“, - თქვა ერნანდესმა.
შეგახსენებთ, რომ არგენტინისა და საფრანგეთის ფინალური მატჩი 18 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.