ფეხბურთი

12:38 | 15.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

რანიერი: „მთელი მსოფლიო ფრანგების გარდა, მაროკოს ქომაგობდა. ადამიანებს უყვართ ზღაპრები“

ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ, ჟურნალისტებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალის, საფრანგეთი-მაროკოს მატჩის შესახებ (2:0) გაუზიარა თავისი აზრი.

„არგენტინა - საფრანგეთი ყველაზე სასურველი ფინალია? ალბათ, მას შემდეგ, რაც ბრაზილია გავარდა. მაგრამ ნახეთ როგორი ძალისხმევა დასჭირდათ ფრანგებს ფანტასტიკური მაროკოს ნაკრების დასამარცხებლად? რა კარგად თამაშობდა რეგრაგის გუნდი დაცვაში. მათ გოლიც დაიმსახურეს. არაჩვეულებრივი იყო მარჯვენა ფრთა: ჰაქიმი-ზიეში...

მთელი მსოფლიო ფრანგების გარდა, მაროკოს გულშემატკივრობდა, რადგან ადამიანებს უყვართ ზღაპრები. ციტირებს რანიერის სიტყვებს La Gazzetta dello Sport.

კვირას, 18 დეკემბერს, ფრანგები მუნდიალის ფინალში არგენტინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან, წინა დღეს კი მაროკო მესამე ადგილისთვის შეერკინება ხორვატიას.

0.135619