ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევაფინალში საფრანგეთის ნაკრებმა მაროკოს ეროვნული გუნდი 2:0 დაამარცხა და 18 დეკემბერს, ფინალში არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მატჩის შემდეგ საფრანგეთის ქალაქბში: პარიზში, ნიცასა და მონპელიეში არეულობები მოხდა. ერთმანეთს ფრანგი და ეთნიკურად მაროკოელი გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა მოშუღართა დასაშოშმინებლად.
პოლიციამ დაადასტურა, რომ არეულობისას 14 წლის ბიჭი დაიღუპა. მანქანასთან, რომელშიც ფრანგი ფანები ისხდნენ, უცნობები მივიდნენ და საფრანგეთის დროში ჩამოხევა მოინდომეს, რომელიც ავტომობილის ფანჯრიდან ჩანდა. მძღოლმა უცებ დასძრა მანქანა და წინ მდგომ ბიჭს დაეჯახა. 14 წლის ყმაწვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.