მაროკოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვალიდ რეგრაგიმ საფრანგეთის ნაკრებთან მარცხის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ეს წაგება მაროკოს ვერ წაართმევს იმას, რაც აქამდე გააკეთა.
„ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ, რაც ყველაზე მთავარია. მატჩისწინა გახურებაზე აგერდი დავკარგეთ, პირველ ტაიმში საისი და მაზრაუი, რაც ჩვენთვის ბევრია. არაფერი მაქვს სათქმელი. საფრანგეთის ნაკრების მსგავს გუნდთან ოდნავი შეცდომაც ძვირად ფასობს. თამაშში კარგად ვერ შევედით, პირველ ტაიმში ძალიან ბევრი ხარვეზი გვქონდა, მეორე ტაიმი უკეთესი იყო, მაგრამ მეორე გოლმა თამაში მოკლა. თუმცა, ეს წაგება ვერ წაგვართმევს იმ ყველაფერს, რაც აქამდე გავაკეთეთ.
ყველა მნიშვნელოვანი ისაა, რომ კარგი იმიჯი ვაჩვენეთ, მსოფლიოს დავანახეთ, რომ მაროკოში ფეხბურთი არსებობს და ძალიან მხურვალე გულშემატკივრები გვყავს. იმისათვის, რომ მაღალ დონეზე ვიყოთ და მსოფლიოს ჩემპიონატი მოვიგოთ, ცოტა მეტი კიდევ უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ახლაც არც ისე შორს ვართ“, - თქვა რეგრაგიმ.
შეგახსენებთ, რომ მაროკოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის მატჩისთვის 17 დეკემბერს, ხორვატიას შეხვდება, რომელსაც მიმდინარე მუნდიალის პირველ ტურშიც ეთამაშა (0:0).