სხვა

0:08 | 15.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ზელენსკი პარიზის ოლიმპიადაზე რუსი ათლეტების დაშვების წინააღმდეგია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტ თომას ბახს განუცხადა, რომ მისი ქვეყანა წინააღმდეგია იმისა, რომ რუსმა ათლეტებმა მონაწილეობა მიიღონ პარიზის 2024 წლის ზაფხულის თამაშებზე.

ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთთან ომში, 184 უკრაინელი ათლეტია დაღუპული. ბახმა ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ საერთაშორის ოლიმპიური კომიტეტი, პარიზის ოლიმპიადაზე რუსი და ბელარუსი ათლეტების დაშვების საკითხი გარკვეული ჯერაც არაა.

IOC აპირებს, რომ რუსი და ბელარუსი ათლეტები თამაშებზე ნეიტრალური დროშებით დაუშვას. ზელენსკი არ მალავს, რომ IOC-ის ა განზრახვით გაწბილებულია.

„ვერავინ იქნება ნეიტრალური, როდესაც მშვიდობიანი ადამიანების ცხოვრება ინგრევა და ადამიანური ფასეულობები ითელება. ამაზე სამართლიანი პასუხი შეიძლება იყოს ტერორისტული სახელმწიფოს სრული იზოლაცია საერთაშორისო არენაზე“, - ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში.

0.114537