ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რივალდომ განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრებს უქომაგებს. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ლიონელ მესის ღმერთი გვირგვინით კვირას დააჯილდოებს.
„მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ბრაზილია და ნეიმარი არ არის, ამიტომ, მე არგენტინისკენ ვიქნები. მესი, სიტყვები არ მაქვს. შენ ადრეც იმსახურებდი მსოფლიოს ჩემპიონობას, მაგრამ ღმერთმა ყველაფერი იცის და და ამ კვირას გვირგვინით დაგაჯილდოებს. ტიტულს იმსახურებ“, - დაწერა რივალდომ.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები ფინალში 18 დეკემბერს, საფრანგეთის ან მაროკოს ნაკრებს დაუპირისპირდება.