ფეხბურთი

17:45 | 14.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯანლუკა ვიალიმ იტალიის ნაკრები კიბოსთან ბრძოლის გამო დატოვა

იტალიელმა ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯანლუკა ვიალიმ ნაკრებში დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა, მიზეზად კი კიბოს მკურნალობა დაასახელა.



,,ჩემს შესანიშნავ ონკოლოგთა გუნდთან ხანგრძლივი და რთული „მოლაპარაკების“ შემდეგ გადავწყვიტე, რომ დროებით შევაჩერო ჩემი დღევანდელი და მომავალი პროფესიული ვალდებულებები."

,,ჩემი მიზანია მთელი ფსიქო-ფიზიკური ენერგია დაავადების ამ ფაზის დაძლევისკენ მივმართო, რათა, რაც შეიძლება მალე აღმოვჩნდე ახალი თავგადასავლების წინაშე და ყველა თქვენთაგანს გაგიზიაროთ ისინი" - განაცხადა ვიალიმ

ცნობილია, რომ 2017 წელს ვიალის პანკრეასის კიბო დაუდგინდა, რომელზეც იმავე წელს იმკურნალა, თუმცა 2021 წელს ვიალის მსგავსმა პრობლემებმა კვლავ შეაწუხა.

ჯანლუკა ვიალი იტალიის ნაკრებში რობერტო მანჩინის სამწვრთნელო შტაბში ერთ-ერთ ასისტენტად მუშაობდა და ევრო 2020-ის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

ფეხბურთელობის დროს ჯანლუკა ვიალი ,,კრემონეზეს," ,,სამპდორიას," ,,იუვენტუსს" და ,,ჩელსის" ღირსებას იცავდა, იტალიის ნაკრებში კი ჩატარებულ 59 შეხვედრაში 16 გოლი აქვს გატანილი.

0.117973