საფრანგეთში გასამართ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ფრანგული რაგბის ხელმძღვანელს, ბერნარდ ლაპორტს კორუფციის ბრალდებით 2-წლიანი პატიმრობა და 75 000 ევროიანი ჯარიმა დაეკისრა.
ლაპორტი ასევე საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტიც იყო. იგი ბრალდებულად ცნეს აქტივების უკანონოდ მითვისებაში, მათ შორის საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მაისურების შეძენაში, რა დროსაც მან 1.5 მილიონი ფუნტი მიითვისა. ლაპორტი ყველანაირი სარაგბო აქტივობიდან მოიკვეთა მომდევნო 2 წლის განმავლობაში.
ბერნარდ ლაპორტი მსოფლიო რაგბიში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პიროვნება იყო. სწორედ მისი დიდი დამსახურებაა ის, რომ 2023 წელს საფრანგეთმა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოიპოვა. ეს გადაწყვეტილება გავლენას არ იქონიებს მსოფლიო რაგბის ან მსოფლიო ჩემპიონატის აქტივობებზე, თუმცა ტურნირის დაწყებამდე 9 თვით ადრე მსგავსი შემთხვევის არსებობა ცოტათი უკან ხევს მსოფლიო რაგბის განვითარებას.
რაგბის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს 8 სექტემბერს აიღებს. საქართველოს ნაკრები C ჯგუფში, უელსის, ავსტრალიის, ფიჯის და პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს.