ფეხბურთი

3:15 | 14.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

დალიჩი: "ამ შედეგით ვამაყობ, ტურნირის წინ ეს ვინმეს რომ ეთქვა, მოგვეწონებოდა"

ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა არგენტინის ნაკრებთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, თავისი გუნდით ამაყობს და ნახევარფინალში გასვლა შესანიშნავი შედეგია.

„პირველ რიგში მინდა არგენტინას ფინალში გასვლა მივულოცო. ჩემი ფეხბურთელებისთვის არაფერი მაქვს სათქმელი, ნახევარი საათი კარგად ვითამაშეთ, მაგრამ შემდეგ ძვირად დაგვიჯდა ერთი კონტრშეტევა და პენალტი.

არაფერი მაქვს საწუწუნო, ახლა მესამე ადგილისთვის მატჩისთვის მოვემზადებით. შეტევით ფაზაში კარგად ვერ ვითამაშეთ. მუნდიალის დაწყებამდე თუ ვინმე იტყოდა, რომ ნახევარფინალში გავიდოდით, მოგვეწონებოდა, ეს დიდი მიღწევაა და ვამაყობთ“, - თქვა დალიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ხორვატიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ზედიზედ მეორედ იყო, მესამე ადგილისთვის მატჩს კი 17 დეკემბერს ჩაატარებს.

0.119086