„ოქროს ბურთის“ მფლობელმა, ლუიშ ფიგუმ, ჟურნალისტებს პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ფერნანდუ სანტუშის გადაწყვეტილების შესახებ უამბო, რომელმაც კრიშტიანუ რონალდუ ფლეი-ოფის მატჩებში ძირითად შემადგენლობაში არ ათამაშა.
„„მუნდიალს ვერ მოიგებ, როცა რონალდუ სათადარიგო გყავს. მისი სკამზე დატოვება დიდი შეცდომა იყო და ეს მარცხი მთლიანად სანტუშის სინდისზეა.“ - ციტირებს ფიგუს სიტყვებს Sport.es.
შგახსენებთ, რომ ტურნირის მეოთხედფინალში პორტუგალიელებმა მაროკოსთან წააგეს (0:1). რონალდუ ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა და მინდორზე 51-ე წუთზე გამოჩნდა, თუმცა ღირებული არაფერი შეუქმნია.
ანალოგიური სიტუაცია იყო შვეიცარიელებთან მერვედფინალურ შეხვედრაში, რომელშიც სანტუშის შეგირდებმა 6:1 გაიმარჯვეს.