საფრანგეთის ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩის წინ, მაროკოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვალიდ რეგრაგიმ ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.
„ბევრმა ჩვენმა ფეხბურთელმა მიიღო დაზიანება წინა მატჩებში. არავის დაუზოგავს თავი წარმატებისთვის. არავინ გაჩერებულა. ფანტასტიკურ შდეგს მივღწიეთ, მაგრამ ჩვენი ტურნირის ნახევარფინალში გასვლა სასწაული არ არის. ეს მძიმე შრომის ნაყოფია.“ - ციტირებს რეგრაგის სიტყვებს RMC Sport.
შგახსენებთ, რომ საფრანგეთისა და მაროკოს ნაკრებთა ნახევარფინალური მატჩი 14 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.