ჩოგბურთი

22:29 | 12.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

სვიატეკი WTA-ს წლის ჩოგბურთელი გახდა

ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (WTA) წლის საუკეთესო ქალ ჩოგბურთელად, მსოფლიოს პირველი ჩოგანი, პოლონელი იგა სვიატეკი დაასახელა. ჩეხების, ბარბორა კრეიჩიკოვას და კატერინა სინიაკოვას დუეტი კი წლის საუკეთესო წყვილად დასახელდა.

პოლონელმა ჩოგბურთელმა 37-მოგებიანი სერია ჩაატარა და საფრანგეთის და აშშ-ის ღია პირველობების ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა, მოიგო დოჰას (კატარი), ინდიან ველსის (აშშ), მაიამის (აშშ), შტუტგარტის (გერმანია), რომის (იტალია) და სან დიეგოს (აშშ) ტურნირები.

2020 წლის საუკეთესო ახალბედას წოდების მფლობელმა, გასულ სეზონში 67 თამაში მოიგო, ტურზე ყველაზე მეტ ფინალში ითამაშა და ყველაზე მეტი ტიტული მოიგო.

კრეიჩიკოვა და წყვილებში მსოფლიოს პირველი ჩოგანი სინიაკოვა წლის საუკეთესო წყვილად ზედიზედ მეორედ დასახელდნენ. მათ ერთად ავსტრალიის ღია პირველობა, უიმბლდონი და აშშ-ის ღია პირველობა მოიგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113291