თამაშგარე

18:49 | 12.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს დარდის სალბუნი

პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების მაროკოსთან მარცხი და მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნა ლეგენდარულმა კრიშტიანუ რონალდუმ ძალიან მძიმედ გადაიტანა და როგორც მავანნი ამბობენ, მარცხის შემდეგ თავსა დამართ სცემდა და ისეთ მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესში ჩავარდა, მტერს რომ გაუხარდებოდა.

ერთადერთი, ვინც რონალდუს დარდს სალბუნად დაედო, მისი გულისსწორი, ჯორჯინა როდრიგესი იყო, რომელმაც მედიასთან რონალდუს გულისტკენაც აღიარა და ისიც განაცხადა, რომ კრიშტიანუს ნებისმიერ ვითარებაში დაუდგება გვერდით, სულ რომ ქვეყანა დაიქცეს და შუა ქუჩაში ნიფხვისამარა სირბილი დაიწყოს.

ამ ვითარებაში, ევროპის ბულვარული მედია წერს, რომ როგორც იქნა რონალდუმ ირწმუნა ჯორჯინას მისდამი უეჭველი სიყვარული, ერთგულება და შესაძლოა საბოლოო ჯამში მათმა ურთიერთობამ საყვარლობის ეტაპიდან ცოლ-ქმრობის საფეხურამდე აინაცვლოს. არადა, რეალურად ჯორჯინა ცოლიცაა და ცოლზე მეტიც!

0.127429