ფეხბურთი

16:41 | 12.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდო: ,,გულწრფელად ვამბობ, რომ არგენტინა მუნდიალს ვერ მოიგებს"

ბრაზილიელმა ლეგენდამ, რონალდომ კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი შეაფასა და სხვადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.



მბაპეს შესახებ: ,,ის მუნდიალზე საუკეთესოა. ყველასთან შედარებით ერთით მეტი სიჩქარით მოქმედებს. ნამდვილად შთამბეჭდავია მისი თამაშის ყურება. საფრანგეთი ტურნირის ფავორიტია, ისინი ამას თამაშიდან თამაშამდე აჩვენებენ."

მესის შესახებ: ,,მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას ყველა იმსახურებს, მთავარია ეს მოედანზე დაამტკიცო. არგენტინელები კარგად ვერ გამოიყურებიან, თუმცა მათ მონდომება აქვთ, ბევრს დარბიან და გულით თამაშობენ. გარდა ამისა, მათ ჰყავთ ლეო მესი, რომელიც ბოლო ფაზაში გადამწყვეტ როლს ასრულებს."

არგენტინის ჩემპიონობაზე: ,,გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ არგენტინა ვერ მოიგებს. ეს ჩემი მხრიდან ტყუილი იქნება."

ბრაზილიის მომავალ მწვრთნელზე: ,,არ მაინტერესებს თუ ის უცხოელი იქნება. ძალიან მინდა გვარდიოლას, ანჩელოტის და მოურინიოს მსგავსი სახელები ვნახო ბრაზილიის მწვრთნელებად. თუმცა ამას მე არ ვირჩევ. ვნახოთ რა მოხდება."

მაროკოს შესახებ: ,,მათი მოგება გამიხარდება, თუმცა არ მგონია საფრანგეთის დამარცხება შეძლონ. მათი თავგადასავალი გასაოცარია."

ბრაზილიის გამოვარდნა: ,,დამატებით დროში, როდესაც გოლი გავიტანეთ, არ ვიცოდით დრო როგორ გაგვეყვანა. უფრო ჭკვიანურად თამაში გვმართებდა, სწორედ ეს იყო ერთადერთი რამ, რაც იმ მატჩში ფრეს გადაგვარჩენდა."

ენდრიკის შესახებ: ,,ის ახალგაზრდა ბრაზილიელი ტალანტია, რომელიც ძალიან კარგი მოთამაშე გაიზრდება. ამ სეზონში პროფესიონალურ დონეზე უკვე ითამაშა და მომდევნო რამდენიმე სეზონში ის დიდებული ტალანტი გახდება. არ ვიცი, მისი ,,რეალ მადრიდში" ტრანსფერი დასრულებულია თუ არა, ამას მალე გავიგებთ. სიმართლე კი ისაა, რომ სანამ ის ახალგაზრდაა, მინიმუმ წელიწადნახევარი მისი თამაშით ვისიამოვნებთ ბრაზილიაში."

ბრაზილიის შესახებ: ,,სირცხვილია, რომ მსოფლიო ჩემპიონატამდე პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთში იყო არეული. ჩვენ ძალიან პოლარიზებული ქვეყანა გვაქვს, სადაც განსხვავებულად მოაზროვნეებს პატივს არ სცემენ"

მოდრიჩის შესახებ: ,,უბრალოდ შთამბეჭდავია ის, თუ როგორ დარბის და როგორ თამაშობს."

ლუის ენრიკეზე: ,,ესპანეთის პირველი თამაში ცოცხლად ვნახე და მათი თამაში ძალიან მომეწონა. მას ძალიან დამახასიათებელი სტილი აქვს, თუმცა სწორედ ამ ფეხბურთმა დაამარცხა ის მაროკოს წინააღმდეგ. ფენომენალური იყო ის, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას Twitch-ზე სტრიმებს რთავდა, ეს რაღაც ექსტრაორდინალური, სპონტანური და თანამედროვე იყო, თუმცაღა ესპანეთში ბევრმა გააკრიტიკა კიდეც ამის გამო. მსოფლიო იცვლება და ლუის ენრიკემ ამას ფენომენალურად გაართვა თავი"

0.130622