კალათბურთი

1:33 | 12.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 13 ქულამ "ვირტუსი" მოულოდნელი მარცხისგან ვერ იხსნა

იტალიის სერია A-ს მეათე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ „სკაფატის“ უმასპინძლა და მოულოდნელად 77:84 დამარცხდა, რის შედეგადაც, იტალიის ჩემპიონატში პირველი თამაში წააგო.

ბოლონიელებისთვის ძალიან ცუდი გამოდგა მეორე პერიოდი, რომელიც 15 ქულით წააგეს და თამაშზე გარდამტეხი გავლენა სწორედ ამ მონაკვეთმა იქონია, რადგან დანარჩენი სამი პერიოდი შენგელიას თანაგუნდელებმა მოიგეს, მაგრამ შეხვედრა მაინც წააგეს.

ქართველმა კალათბურთელმა 20 წუთში 13 ქულა, 5 მოხსნა და 3 ჩაჭრა დააგროვა. შენგელიამ 3-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.

„ვირტუსი“ 9 მოგებით და 1 წაგებით სატურნირო ცხრილში პირველ-მეორე ადგილს „ოლიმპია მილანოსთან“ ერთად იყოფს, მომდევნო ტურში კი 18 დეკემბერს, სტუმრად „ბრეშას“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115438