იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში ბექა ბურჯანაძის „რეჯანა“ „ოლიმპია მილანოს“ ესტუმრა და 63:81 დამარცხდა. რეჯიო ემილიელებმა ძლიერ მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და პრაქტიკულად უბრძოლველად წააგეს.
ბურჯანაძემ 20 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. ბექამ 2-დან 1 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი კი ააცილა.
„რეჯანა“ 2 მოგებით და 8 წაგებით სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-16 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 18 დეკემბერს, „ვენეციას“ უმასპინძლებს.