ფეხბურთი

4:27 | 10.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მესი ვან გაალს და დავიდსს დაუპირისპირდა: "მისი გუნდი მხოლოდ გრძელი პასებით თამაშობს" (+VIDEO)

არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი საჯაროდ გააკრიტიკა. მან 71 წლის სპეციალისტზე მატჩის შემდეგ ისაუბრა.

„ვან გაალი ხალხს ეუბნება, რომ მისი გუნდი კარგ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ერთადერთი, რაც მათ გააკეთეს, მოედანზე მაღალი ფეხბურთელები შემოიყვანეს, რომლებსაც გრძელ პასებს უკეთებდნენ.

არ მიყვარს თამაშის წინ საუბარი, ეს ფეხბურთის ნაწილი არაა. ყოველთვის პატივს ვცემ ყველას, მაგრამ მომწონს, როდესაც ისინიც პატივს მცემენ. ვან გაალი ჩვენთან მიმართებაში პატივისცემას არ იჩენდა“, - თქვა მესიმ მატჩის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ თამაშის დასრულების შემდეგ მესიმ სათადარიგო სკამზე ვან გაალსა და მის ასისტენტ ედგარ დავიდსთან იკამათა. მესი ჟესტიკულაციით დავიდსს გაჩუმებისკენ მოუწოდებდა.

გარდა ამისა, ინტერვიუს დაწყებამდე მესი უცნობ ადამიანს ეჩხუბა. ვიდეოში ჩანს, რომ ის იყურება ერთი მიმართულებით და ვიღაცას ეუბნება: „რას უყურებ სულელო, წადი სულელო, წადი“.

უცხოურ მედიაში დაიწერა, რომ ასე მესიმ ნიდერლანდელ ფეხბურთელ ვოუთ ვეგორსტს მიმართა, მაგრამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

0.118519