ფეხბურთი

19:30 | 9.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

იოზილი: "რონალდუ 38 წლის ხდება და გიკვირთ, რომ სეზონში 50 გოლი ვეღარ გააქვს?"

გერმანელმა ფეხბურთელმა მესუთ იოზილმა კრიშტიანუ რონალდუ იმ კრიტიკისგან დაიცვა, რომელიც პორტუგალიელ ფეხბურთელს ბოლო პერიოდში აქვს. როგორც იოზილმა აღნიშნა, ყველამ ერთ-ერთ უდიდეს სპორტსმენს უფრო მეტი პატივი უნდა სცეს.

„ნამდვილად არ მესმის საიდან მოდის მედიის ეს მუდმივი ნეგატივი კრიშტიანუს შესახებ. მედია მხოლოდ კლიკების მოპოვებას ცდილობს, ხოლო ექსპერტებს, რომლებმაც საფეხბურთო კარიერა დაასრულეს, უბრალოდ სურთ მისი სახელით ყურადღება მიიპყრონ.

ის მალე 38 წლის გახდება, რა არის გასაკვირი, რომ სეზონში 50 გოლს ვეღარ იტანს? ყველა გულშემატკივარს უნდა უხაროდეს, რომ 20 წლის განმავლობაში მას უმაღლეს დონეზე უყურებდა. არ მგონია ახალი თაობიდან ვინმემ შეძლოს მისი სტატისტიკის გამეორება. ის სამუდამოდ იქნება საუკეთესოების კატეგორიაში. ყველამ მეტი პატივი უნდა სცეს სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს სპორტსმენს“, - დაწერა იოზილმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ მესუთ იოზილი და კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის „რეალში“ თანაგუნდელები იყვნენ.

0.138063