ფეხბურთი

21:10 | 9.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

რეგრაგი: "მაროკოს ნაკრების მაქსიმუმი ჯერ არ გინახავთ"

მაროკოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვალიდ რეგრაგიმ პორტუგალიასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, მაროკოსგან გულშემატკივარს ჯერ მაქსიმუმი არ უნახავს.

„ვამაყობ ჩემი ქვეყნით, ჩემი გუნდით და ამ ეტაპისთვის მიღწეულით. ჩვენ წარმოვადგენთ მაროკოს, ჩვენს ხალხს და პირველად არაბული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია. ჩვენ ძალიან აღელვებულები ვართ, ამ ეტაპზე ყოფნა დიდი პატივია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ. თქვენ ჯერ კიდევ არ გინახავთ მაროკოს ნაკრებისგან 100% და ეს აჩვენებს იმ ევოლუციას, რაც გვქონდა.

მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ვითამაშებთ, რომელიც ძალიან გამოცდილი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. არ ვიცი ითამაშებს თუ არა რონალდუ, იმედია არა, ვიცი, რომ ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ამიტომ ბედნიერი ვიქნები, თუ არ ითამაშებს. პორტუგალიასაც სურს ნახევარფინალში გასვლა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ოპტიმისტურად განწყობილი და თავმდაბლებიც. ესპანეთთან უკვე დიდი შედეგი მივიღეთ და იმედი მაქვს, რომ ხვალ კიდევ ერთხელ ასე იქნება“, - თქვა რეგრაგიმ.

შეგახსენებთ, რომ მაროკოსა და პორტუგალიის ნაკრებთა მატჩი 10 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.

0.116858