ფეხბურთი

16:55 | 9.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალ-ხელაიფი: "მესისთან მოლაპარაკებებს მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დავიწყებთ"

„პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ თქვა, რომ ლიონელ მესისთან კონტრაქტის განახლებაზე საუბარს მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაიწყებს.

„თუ კლუბში ბედნიერი არ ხარ, კარგად ვერც ნაკრებში ითამაშებ. მესი ფანტასტიკურ სეზონს ატარებს, ბევრი გოლი გაიტანა და ბევრი საგოლე პასი გააკეთა, როგორც კლუბში, ისე ნაკრებში. კლუბი და ფეხბურთელი კმაყოფილი არიან, შევთანხმდით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ვისაუბრებთ. ამიტომ, მოლაპარაკებებს მუნდიალის დასრულების შემდეგ დავიწყებთ“, - თქვა ალ-ხელაიფიმ.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის პსჟ-სთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

0.102612