„მილანის“ თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ რახან შვედეთის ნაკრები მუნდიალზე ვერ მოხვდა, არგენტინის ეროვნულ გუნდს ქომაგობს და იმედოვნებს, რომ „ალბისელესტე“ ტურნირს ლიონელ მესისთვის მოიგებს.
„დიდი იმედი მაქვს, რომ არგენტინა მოიგებს ტურნირს. ისინი ამას ლეო მესისთვის გააკეთებენ.“ - ციტირებს 41 წლის შვედის სიტყვებს 433.
მერვედფინალში არგენტინელებმა ავსტრალიის ეროვნული გუნდი დაამარცხეს (2:1) და მეოთხედფინალში ნიდერლანდებს დაუპირისპირდებიან.
„ნარინჯისფერებთან“ მატჩი 9 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.