სხვა

3:41 | 8.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

შოთა მიშველიძე მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლის გარეშე დარჩა

კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში სტარტი აიღო მსოფლიოს ჩემპიონატმა ძალოსნობაში, რომელზეც პარიზის 2024 წლის სალიცენზიო ქულებისთვის ბრძოლა დაიწყო.

დღეს შოთა მიშველიძემ იასპარეზა, მაგრამ მედლის მოპოვება ვერ მოახერხა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში თავი 130 კილოგრამს გაართვა და მე-6 ადგილზე გავიდა. მიშველიძემ აკვრაში 155 კილოგრამის ძლევით მე-11 ადგილი დაიკავა, ორჭიდში მოგროვილი 285 კილოგრამით კი მე-8 საფეხური ერგო.

რაც შეეხება 61 კილოგრამ წონით კატეგორის, B ჯგუფში საქართველოს ნაკრებიდან გოდერძი ბერდელიძე გამოდიოდა.

მან ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა, როდესაც 120/124 და 126 კილოგრამი დააფიქსირა, რითაც ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. ბერდელიძემ აკვრაში 144/149 და 151 კილოგრამის ძლევით B ჯგუფში მე-9 ადგილი დაიკავა, ორჭიდის ჯამში მოგროვილი 277 კილოგრამით გამოსვლა მეხუთე ადგილით დაასრულა.

0.062435