საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში ბექა ბურჯანაძის „რეჯანა“ ათენში, „აეკს“ დაუპირისპირდა და 59:68 დამარცხდა.
რეჯიო ემილიელებმა პირველი ტაიმის შემდეგ 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ მეორე ნახევარში ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და ბერძნულ გუნდთან მარცხი განიცადეს.
ბურჯანაძემ 32:11 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 5 ქულა, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა დააგროვა. ბექამ 4-დან 1 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 6-ს გაუტოლდა.
„რეჯანა“ B ჯგუფში 2 მოგებით და 3 წაგებით მეოთხე ადგილზეა, ბოლო ტურში კი 21 დეკემბერს, გერმანულ „ბონს“ უმასპინძლებს.